
პანელური ყალიბი LGW
მსუბუქი პანელური ყალიბი LGW წარმოადგენს უნივერსალურ სისტემას შენობების მშენებლობისას ნებისმიერი გეომეტრიის ვერტიკალების ასაგებად.
გადაადგილება შესაძლებელია როგორც ხელით ასევე ამწის დახმარებით, პანელები ერთმანეთს ებმება სწრაფად და ადვილად მარტივი კონსტრუქციის დამჭერებით.
არაჩვეულებრივად მტკიცე და გამძლე პანელის დიზაინი, ცხლად გალვანიზირებული ან შეღებილი ჩარჩოებით, ფენოლით (<100-მდე ჩასხმა) ან პოლიპროპილენით
(<500-მდე ჩასხმა) დაფარული არყის ხის კომპოზიტური დაფით, რომელიც უზრუნველყოფს ბეტონის თანაბარ და გლუვ ზედაპირს..
ᲛᲐᲮᲐᲡᲘᲐᲗᲔᲑᲚᲔᲑᲘ
მსუბუქი პანელური ყალიბი (30 კგ/მ²) ნებისმიერი გეომეტრიის კედლის, სვეტისა და საძირკვლის ბეტონის ჩასასხმელად.
მაღალი დატვირთვია:
მაქსიმალური მუდმივი წნევა - 80 კნ/მ²
მაქსიმალური გადახრები: DIN 18202-ის შესაბამისად.
პანელის ზომათა ფართო დიაპაზონი:
სიმაღლეები: 3 მ, 2.4 მ, 1.2 მ, 0.6 მ.
სიგანეები: 0,9 მ, 0,75 მ, 0,6 მ, 0,45 მ, 0,3 მ.
Სვეტები: სიგანე 10-დან 65 სმ-მდე, ან 75 სმ გარე კუთხის დამატებით, ან ნებისმიერი ზომის პილონები დამატებითი უნივერსალური პანელების კომბინირებით.
უპირატესობები
უბრალოდ მსუბუქია:
10%-ით მსუბუქია, ვიდრე მსგავსი სისტემები.
შესაძლებელია მისი ხელით მონტაჟი, რაც ზოგავს ამწის გამოყენების დროს მშნებლობაზე.
ჯგუფური გადაადგილება, პანელთა დაშლის გარეშე, შესაძლებელია ამწის გამოყენებით.
შექმნილია გამძლეობისთვის:
მაღალი მდგრადობის, ცხლად გალვანზირებული ან ეპოქსიდნარევი საღებავით შეღებილი პანელის ჩარჩოები.
ჩარჩოს კუთხეები გამაგრებულია ფოლადის დამატებითი სისქით, დაცემისას დაზიანებისგან დასაცავად.
უფრო სწრაფი მონტაჟი და დემონტაჟი:
პანელის ზომები სპეციალურად შემუშავებულია მათ შორის გადაბმების შესამცირებლად და კომპენსაციის პანელით შესავსები ადგილების მინიმუმამდე დასაყვანად.
გადაბმების ნაკლები რაოდენობა უფრო სწრაფი აწყობისთვის.
პანელების ერთმანეთთან მარტივად და სწრაფად დაკავშირება ადვილად მანიპულირებადი დამჭერების გამოყენებით, იოლად ფიქსირდება ჩაქუჩის ერთი დარტყმით.
პანელთა მრავალფუნქციური დიაპაზონი:
უნივერსალური პანელის ჩარჩოში დატანილი პლასტმასით დაცული ნახვრეტები განკუთვნილია კედლის დაბოლოების, კუთხეების, პილონებისა და სვეტების მოსაწყობად.
მოდულური ყალიბი
COMAIN
COMAIN სისტემა არის მოდულური ყალიბი, რომელიც განკუთვნილია კედლის, სვეტის, საძირკვლისა და რიგელის ფორმირებისთვის. საოცრად მსუბუქი, ამ პანელით მუშაობა შეუძლია ერთ მუშაკსაც კი. ხელმისაწვდომია ზომების ფართო სპექტრი, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილებებს სხვადასხვა ვერტიკალური სტრუქტურისთვის. მოკლედ, ეს არის ძალზედ პრაქტიკული კედლის ყალიბი, რომელიც არის მარტივი და მსუბუქი მუშაობაში.
ᲛᲐᲮᲐᲡᲘᲐᲗᲔᲑᲚᲔᲑᲘ
ბეტონის დასაშვები წნევა: 40 კნ/მ2
უპირატესობები
იდეალურია ვერტიკალური სტრუქტურებისთვის, როგორც მცირე, ასევე დიდ მშენებლობებზე.
პანელების ფართო ასორტიმენტი (უნივერსალური და კუთხის პანელების ჩათვლით) ნებისმიერ გეომეტრიასთან ადაპტაციისთვის.
პანელების მარტივი შეერთება ჭანჭიკით (შედგება ჭანჭიკისა და დაჭერილი სოლისაგან)


სვეტის ყალიბი LGC
მსუბუქი, რეგულირებადი სვეტის ყალიბი LGC. განკუთვნილია კვადრატული ან
მართკუთხა სვეტების ჩამოსასხმელად, შენობების მშენებლობისა და სხვა სახის ობიექტებისთვის.
კარგად გააზრებული დიზაინი მას ხარჯთეფექტურს ხდის.
ᲛᲐᲮᲐᲡᲘᲐᲗᲔᲑᲚᲔᲑᲘ
უძლებს 80 კნ/მ² ბეტონის წნევას.
ფენოლით (30-50 ჩასხმა) ან პოლიპროპილენით (<500-მდე ჩასხმა) დაფარული 15 მმ სისქის არყის ხის კომპოზიტური დაფის ზედაპირი.
მაღალი სიმტკიცის ფოლადის ჩარჩო.
მილისებრი გვერდი აქსესუარების დასამაგრებლად.
პანელის დიაპაზონი:
სიმაღლეები: 3 მ / 1 მ / 0,5 მ.
სიგანეები: 0,7 მ / 0,5 მ.
უპირატესობები
პანელების ფართო სპექტრი საშუალებას იძლევა ჩაისხას ნებისმიერი განზომილებისა და სიმაღლის სვეტები.
მსუბუქი: პანელთა სრული დიაპაზონის აწევა შესაძლებელია ადამიანისთვის და არ საჭიროებს ამწეს (30 კგ/მ²).
სწრაფი: გვერდითი და ვერტიკალური გადაბმები ხორციელდება მარტივი კონსტრუქციის დამჭერით.
სვეტის მაქსიმალური სიმაღლე: 5 მ.
ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას საყრდენი კედლების ასაგებად.
პლასტიკის ზოლი სვეტის ჩაჭრილი კიდეებისთვის, მაგრდება პანელზე შიგნიდან ლურსმნების გარეშე.
STRIPPING CORNER
MAX


CLR
LGR


F-4 MAX
ACCESSORIES
