top of page
1. Onadek.jpeg

ONADEK

სართულშორისი გადახურვის ყალიბი Onadek არის სწრაფი და უსაფრთხო ფილის მოწყობის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამშენებლო მოედანზე მიმდინარე პროცესების მაღალ ეფექტურობას. ის აერთიანებს როგორც მოდულური, ასევე მოქნილი სისტემების უპირატესობებს და წარმოადგენს ფილის ფორმირების ახალ ერას სამშენებლო ინდუსტრიაში. 

იდეალურია ნებისმიერი ტიპის, მათ შორის რთული გეომეტრიის მქონე, ფილების დასამზადებლად.   
პატენტირებული კონსტრუქციის გალვანიზირებული რკინის მსუბუქი ძელები უზრუნველყოფს აწყობისა და დემონტაჟის დროის შესამჩნევ შემცირებას მუშაკისთვის გარანტირებული უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების შენარჩუნებით. 

მახასიათებლები:
მოდულურობა: 
სისტემური და ინტუიციური აწყობა და დემონტაჟი, სწრაფად ათვისებადი სასწავლო პროცესში.
მსუბუქი კომპონენტები, რომელთა აწევა და ჩამოკიდება  ადვილადაა შესაძლებელია მხოლოდ ერთი მუშის მიერ.
გამორიცხავს აწყობის შეცდომებს.
მოქნილობა:
მაქსიმალური მოქნილობა ნებისმიერი სახის გეომეტრიასთან ადაპტაციისთვის, სვეტებთან და კედლებთან დაფის შევსების მარტივი გადაწყვეტა.
დაპატენტებული: ინოვაციური მეტალის გადახურვის ძელები.
უსაფრთხოება:
მონტაჟი და დემონტაჟი ხორციელდება ქვემოდან.
დაფების და ძელების უსაფრთხო ჩამოსხნა ადრეული გამოხსნის სისტემის გამოყენებით (ჩამოიწევა 12 სმ-ზე).
დგარებს შორის გაზრდილი მანძილი სამუშაო სივრცეს უფრო ფართოსა და უსაფრთხოს ხდის.
ქმნის მყარ და სტაბილურ „ბადე“-ს დაფებისთვის ცალკეულ კომპონენტებს შორის მჭიდრო  კავშირის გამო.

უპირატესობები:
მასალის უმეტესი ნაწილი შეიძლება დაიშალოს და ხელახლა გამოიყენებულ იქნას მესამე დღეს. სრულად გაშრობამდე ფილის მასის შესაკავებლად რჩება მხოლოდ დგარები. 
დგარების შემცირებული სიხშირე: 0,4 ც/მ² ჩამოსასხმელად და 0,2 ც/მ² შრობისას.
50%-მდე დანაზოგი აღჭურვილობაზე ტრადიციულ ხის კოჭების სისტემასთან შედარებით. შედეგად მუშახელისა და ამწესთვის მეტი თავისუფალი დრო სხვა სამუშაოებისთვის.
ადრეული ჩამოხსნის სისტემა საშუალებას იძლევა მასალა დაიდოს პირდაპირ ურიკაზე, მიწაზე დაცემის გარეშე.
გამძლე, მაღალი სიმტკიცის ცხლად გალვანზირებული ფოლადის მტკიცე კომპონენტები, დაცული გარემო ზემოქმედებისგან.
ფანერების ნაკლები დაზიანება სისტემით დაცული კიდეების წყალობით, არ არის საჭირო ლურსმანი.

CC-4

CC-4 არის მოდულარული ალუმინის საყალიბე სისტემა, რომელიც ოპტიმიზირებულია მასიური ან თხელი ფილების ასაგებად, ბეტონის შესანიშნავი  ზედაპირით. ალუმინის მსუბუქი სტრუქტურითა  და ადრეული ჩამოხსნის სისტემით, იგი შექმნილია აწყობა-დემონტაჟის დროის შემცირების მიზნით, იმავდროულად მუშაკისთვის გარანტირებული უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაცვით. 
ეს არის ძალიან მოქნილი, მარტივი და მაღალი ხარისხის სისტემა შენობების მშენებლობისთვის (საცხოვრებელი, სავაჭრო ცენტრები, ავტოსადგომები, საავადმყოფოები, აეროპორტები და ა.შ.).
იგი არსებობს ორი მოდელის: CC-4 Panel - ალუმინის ჩარჩოში ინტეგრირებული დაფით და CC-4 Ply - ფენოლით ან პოლიპროპილენით დაფარული დაფით.

მახასიათებლები:
CC-4 Panel - პანელის სისტემა
იდეალურია დიდი ფილებისთვის, რეგულარული გეომეტრიითა და სვეტებს შორის თანაბრი დაშორებებით, აკმაყოფილებს მაღალ მოთხოვნებს დასრულების ხარისხზე. შედგება CC Dropheads დგარის ჩამოშვებადი თავსიგან (იწევა 15 სმ-ზე), CC ძირითადი და CC TE განივი ალუმინის ძელისგან,   ფენოლით (<100 ჩასხმამდე) ან პოლიპროპილენით დაფარული (<500 ჩასხმამდე) ალუმინის ჩარჩოიანი პანელებისგან.
პანელებით ფორმირდება ფილის უდიდესი ნაწილი. სტანდარტული ბადის ზომა: 2,32 მ x 1,5 მ, მინიმალური ზომა: 1,57 მ x 0,75 მ, დგარების სიხშირე: 0,29 საყრდენი/მ2.

CC-4 PLY - დაფის სისტემა
იგი განკუთვნილია ნებისმიერი სახის გეომეტრიის ფილებისთვის, მშენებლობებზე მაღალი მოთხოვნებით დასრულების ხარისხზე. შედგება CC Dropheads დგარის ჩამოშვებადი თავსიგან (იწევა 15 სმ-ზე), CC ძირითადი და CC TE განივი ალუმინის ძელისგან,   ფენოლით (<100 ჩასხმამდე) ან პოლიპროპილენით დაფარული (<500 ჩასხმამდე) ფანერებისგან.

უპირატესობები:
სიმსუბუქე:  მაღალი ეფექტურობა აწყობისას.
ბეტონის ზედაპირის უმაღლესი ხარისხი.
ადრეული ჩამოხსნის მექანიზმი დაცემის რისკის გარეშე: მუშის საიმედო დაცვა.
ძირითადი კომპონენტებს ჩამოხსნა შესაძლებელია ბეტონის დასხმიდან 3 დღეში. მხოლოდ დგარები  CC Dropheads ჩამოშვებადი თავით რჩებიან ტვირთმზიდ ელემენტად ბეტონის სრულად გაშრობამდე.
ძელების ბადე სრულად მონტაჟდება პანელების ან დაფების განთავსებამდე.
დიდი მოქნილობა: წყობის მიმართულების 90°-ით შეცვლის შესაძლებელობა.
სვეტებისა და კედლის მომდებარედ შევსების ეფექტური გადაწყვეტილებები, პერიმეტრის დაცვა და უსაფრთხოება.
ფილები 90 სმ სისქემდე, გამოყენებული ბადის ზომის შესაბამისად.

2. CC-4 Panel.jpeg
3. Rapid.jpeg

RAPID

ფილების სწრაფად დასასხმელი სისტემა RAPID სახცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობებისთვის. მსუბუქი კომპონენტები, სწრაფი აწყობა და დაშლა, ძირითადი ელემენტების ადრეული გამოხსნა.
მეტალის ძელების ბადისებრი გაშლის სისტემა იდეალურია ყველა ფორმის ბეტონის ჰორიზონტალური კონსტრუქციების ასაგებად: ფართო ფილები, რიგელები, სვეტის ძირები და თავები.
სისტემის აწყობას სჭირდება მხოლოდ ჩაქუჩი, ხოლო ძელებისა და ფანერის ჩამოხსნა შესაძლებელია ბეტონის დასხმიდან 3 დღის შემდეგ, ძირითადი დგარების მოხსნა-ხელახლა დამაგრების გარეშე. დგარებს შორის ფართო მანძილი საშუალებას იძლევა სისტემის შიგნით თავისუფლად იმოძრაობას ურიკამ ან  მობილურმა კოშკურამ. 

მახასიათებლები:
დგარები ყოველ 0,67 მეტრში.
მოქნილობა.
როგორც დგარების ასევე სივრცული ხარაჩოს საყრდენებად გამოყენება.
ბადის მიმართულების 90º -ით შეცვლის შესაძლებლობა, რაც აადვილებს ფილის გეომერტიაზე მისადაგებას.
მარტივი გადაწყვეტილებები სვეტების, რიგელების, კედლების მოსაზღვრე და ფილის პერიმეტრის უბნებისთვის.
დაფა მყარად მონტაჟდება ფოლადის კონსტრუქციაზე, ლურსმნების გარეშე.
სისტემაზე შესაძლებელია დამაგრდეს პერიმეტრის დამცავი მოაჯირი და, აგრეთვე, ნაქსოვი ბადეები  ყალიბის ქვეშ, სიმაღლიდან დაცემის თავიდან ასაცილებლად.

უპირატესობები:
სწრაფი, კომფორტული და მარტივი აწყობა.
ფოლადის ძელების ბადე შეიძლება სრულად დამონტაჟდეს ფანერების განთავსებამდე.
უზრუნველყოფილია მუშაკთა უსაფრთხოება, როგორც სისტემის მონტაჟისას, ასევე ფოლადის არმატურის განთავსებისას და ბეტონის დასხმისას.
აწყობა-დაშლისთვის საჭიროა მხოლოდ ჩაქუჩი.
უაღრესად მდგრადი ფოლადის სტრუქტურა პოლიესტერის ფისოვანი საფარით.
ძირითადი ძელები და მათი საყრდენები ქმნიან სისტემის მზიდ სტრუქტურას, სხვა კომპონენტები ბეტონის სრულად გაშრობამდე თავისუფლდება ადრეული ჩამოსხნის სისტემით. 
არ არის საჭირო დგარის ჩამოხსნა-ხელახალი დაყენება ბეტონის სრულ შრობამდე.
ურიკის ან მობილური სამუშაო კოშკურის თავისუფალი გადაადგილება (2მ მანძილი საყრდენებს შორის).

RECUB

RECUB არის ჰორიზონტალური ყალიბი, რომელიც გამოიყენება სქელი ფილების შესამსუბუქებლად. იგი შედგება მრავალჯერადი გამოყენების ამოღებად პლასტმასის კოლოფებისგან (ვაფლები).
ორი ზომის ვაფლების გამოყენებით ბადისებრი ფორმირება საშუალებას იძლევა  ფილების სხვადასხვა გეომეტრიასთან ადაპტირებაც.
ძირითადი კომპონენტებს ჩამოხსნა შესაძლებელია ბეტონის დასხმიდან 3 დღეში, დგარების გამოძრავების გარეშე. 
იდეალურია მარალი შენობების ქვედა სართულების ფილებისა და ავტოსადგომის მშენებლობისთვის.

მახასიათებლები:
ზრდის სივრცეებს ბურჯებს შორის. 
იძლევა სვეტებისა პოზიციონირების მეტ თავისუფლებას, რაც უზრუნველყოფს დიდ მოქნილობას კომპლექსური საპროექტო გადაწყვეტილებებისთვის (ღიობები, პანდუსები და ა.შ.)
უძლებს დიდ დატვირთვებს
შედგება ვაფლით შემსუბუქებული ადგილებისა და მყარი ფილების უბნებისგან.

უპირატესობები:
სწრაფი და მარტივი აწყობა.
ფოლადის ბადე შეიძლება დამონტაჟდეს ადრე ვაფლის ფორმებისა და დაფების დაყენებამდე. 
დემოტაჟისას საჭიროა მხოლოდ ჩაქუჩი.
უაღრესად მდგრადი ფოლადის სტრუქტურა პოლიესტერის ფისოვანი საფარით.
გამძლე და მრავალჯერადი გამოყენების ვაფლის ფორმები, მდგრადია დაზიანებისა და დეფორმაციის წინააღმდეგ.
ძირითადი ძელები და საყრდენები ქმნიან სისტემის მზიდ სტრუქტურას, დანარჩენი მასალის გამოხსნა შესაძლებელია ბეტონის დასხმიდან 3 დღის შემდეგ.
აწყობა-დაშლის მაღალი ეფექტურობა. დიდი მანძილი საყრდენებს შორის ურიკის ან  მობილური კოშკურის ადვილად გადასაადგილებლად.
მოქნილი სისტემა სხვადასხვა გეომეტრიისთვის, ბადის განსხვავებული სიგანეებით, ძირითადი ძელის რამდენიმე სიგრძით.
პერიმეტრული გადაწყვეტილებები.
ყალიბის მხარდაჭერა საყრდენით ან საყრდენით.
უსაფრთხო სისტემა: პერიმეტრისა და ღიობების დაცვის მარტივი ინტეგრაცია მოაჯირებთან.
ვაფლის ფორმა და ვაფლებს შორისი დაფა მყარად არის მორგებული მთავარ და მეორად ძელს შორის.
ბადე ყალიბის ქვეშ, როგორც უსაფრთხოების ელემენტი კოლექტიური დაცვისთვის. 

4. Recub.jpeg
80df7685-904a-4466-8420-6a335b9133bc.jpeg

VR Table

bottom of page